|
2025-02-20 14:51:48, 459 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - მშვიდობიანი პროტესტით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული, რისთვისაც ხალხს და ქვეყანას უღალატა
მშვიდობიანი პროტესტით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დასრულდა. „ივანიშვილის რეჟიმი არის ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთის მხრიდან არის დარღვეული. ივანიშვილის ძალა დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის ძალას. მოქალაქეების არჩევანი არის ევროპის გზა და ევროპული ოჯახის წევრობა და არა უკან, საბჭოთა რუსეთში, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დასრულდა, შესაბამისად საფრთხეები მომდინარეობს ერთადერთი ძალისგან, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. ივანიშვილის რეჟიმი უნდა ვაიძულოთ, როგორც გარე მხარდაჭერით, ისე შიდა პროცესით, რომ საბოლოო ჯამში, ახალი არჩევნებით გადარჩეს ამ ქვეყნის ბედი და არა ერთი კაცის სურვილით. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება რის გამოც საკუთარ ქვეყანას და კონსტიტუციას უღალატა. სხვა დანარჩენი სხვისი შეფასებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი პროტესტით, რომ მათ შორის, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ძვირფასი ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)