11:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 13:05:30, 343 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - რადიკალიზმის ადგილი დღეს საქართველოში არ არის, ეს ყველაფერი მალე დასრულდება

„რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას, რომელიც რადიკალური ხასიათის ბანერების ფონზე გაიმართა, კახა კალაძის თქმით, ეს მძიმე ფაქტია და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის.

„ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ადამიანები ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი. ისინი ახალისებენ ბოროტებას ქვეყანაში, საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერი მთლიანად გადალაგდება. მსოფლიო იცვლება. რადიკალიზმის ადგილი დღეს არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება. რადიკალიზმი დამარცხდება. ზოგადად რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება. 

გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა კომენტარებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელია. ის საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია რა არის მისი ფუნქცია. როდესაც აშშ-დან განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს ევროპელ დიპლომატებს არ მოსწონთ და ამას შიდა პოლიტიკაში ჩარევას უწოდებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics