|
2025-02-19 21:39:46, 491 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი - საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გატარებული იყო ჯერ კიდევ თავდაპირველად, როდესაც ყველა მხარე შეთანხმდა, რომ „3+3“ ფორმატი იქნება. „ჩვენ გვესმის საქართველოს ეჭვები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის სხდომათა დარბაზში“, - აღნიშნა ლავროვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული მიდგომის კონსტატაცია მოხდა ბოლო შეხვედრაზე: „ქართულ მხარეს დავუდასტურეთ, რომ კარი ღიაა, სკამი დგას“. ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება „ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ იცავს. მისი აზრით, „3+3“ ფორმატი ყველა მონაწილე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, რაც არ აკმაყოფილებდა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას. ლავროვი აღნიშნავს, რომ აშშ ცდილობდა „3+1“ ფორმატის წამოწევას, რაც გულისხმობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანერთად აშშ-ის მონაწილეობას. „3+3 ფორმატი“ მოიცავს რეგიონის ქვეყნებს: რუსეთს, ირანს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში მოსკოვში გაიმართა, თუმცა საქართველომ ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)