|
2025-02-19 16:18:41, 541 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან
როდესაც თვითმარქვია ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს, როდესაც ქმედუუნარო პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით გაცხადებული მიზნების განხორციელებას, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ ელიან, აღარ ესალმებიან და აღარ ეთანამშრომლებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო დარჩენილი. „ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)