|
2025-02-19 15:14:31, 760 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე - ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას, რაც დათესეს, ის მოიმკეს
ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლას ეხებოდა. მისივე თქმით, ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. „[კვერცხის სროლა] გუშინ გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს... ნიკა გვარამია ამბობდა, მე არასდროს მჯეროდა ამის. მეორე საკითხია არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიმართ. რაც დათესეს, ის მოიმკეს, სამწუხაროდ. ყველაფერი ცუდი სისხლის სამართლის დანაშაული არაა. მორალურად შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ყველაფერი არ არის დანაშაული. დანაშაული არის მხოლოდ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, სხვა სახის დანაშაული არ არსებობს. მაგრამ სამართალდარღვევა თუ არის, ამის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ვაპირებ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ვარ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)