|
2025-02-19 14:46:39, 522 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით
უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტი, რაც „ამ ქვეყნის გადარჩენას მოემსახურებოდა“. „უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით. დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი. „ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, - აღნიშნა ტრამპმა. IPN
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)