00:38 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 13:35:26, 521 ნახვა

სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა

მზია ამაღლობელის საქმის განხილვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარი მეორედ თქვა. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის უფლებების დამცველებმა რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 16 თებერვალს წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ცალსახად ვაცხადებთ, არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მზია ამაღლობელის პატიმრობას გაამართლებს, მისი პატიმრობა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. ჩვენი შუამდგომლობის დაუშვებლობა ხელოვნური ბარიერია იმისათვის, რომ სასამართლომ არ იმსჯელოს შუამდგომლობაში მითითებულ ახალ, უტყუარ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე.

მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა - გუშინ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა. ის მკურნალობას "ვივამედის" კლინიკაში გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics