|
2025-02-18 17:17:28, 478 ნახვა
სამართალი
მსახიობი ბაჩო ქაჯაია სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა
მსახიობი ბაჩო ქაჯაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 5000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს წარმომადგენელმა გასულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო. ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო. ადვოკატის თქმითვე, ბაჩო ქაჯაია რუსთაველის გამზირზე ქუჩის ხელოვნურად გადასაკეტად არ მისულა, ის აქციაზე სისტემატურად მისი პროტესტის გამოსახატად დადის. ამასთან, მიგინეიშვილის თქმით, საქმეში ქაჯაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, წარმოდგენილ ვიდეომასალაში კი ქაჯაია უკვე გადაკეტილ გზაზე დგას, შესაბამისად, იქ არ ჩანს, რა გააკეთა ისეთი, რაც კანონდარღვევად ჩაითვლებოდა. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ არც სამხრე კამერებია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ბაჩო ქაჯაია ვინმემ გააფრთხილა, რომ კანონდარღვევას სჩადიოდა. ამასთან, სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო. ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)