|
2025-02-18 15:16:43, 414 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა
კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილი ამაღლობელთან დაკავშირებით ელჩებს, მათ შორის ევროკავშრის ელჩს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ „ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა“. „უპირველესად, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რა სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იარაღად იყენებენ. გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მზია ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა. ეს აღმაშფოთებელია და სააკაშვილის დროსაც ასე იყო - ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდეც, რომ მზია ამაღლობელი კარგი იარაღია მის ხელში და როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, ახლაც მინდა ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც იმყოფებოდა და ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი, მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს, რომ ხალხი, რომელიც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც. ეს აჩვენებს, რომ არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანებს, იმ უცხოელებს, რომელთა მხრიდან უხვად იყო განცხადებები, რაც იყო წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)