|
2025-02-17 17:53:34, 480 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ტუსკმა პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა. „ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია და ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ თუ არა პარიზში იმაზე, ვინ და როდის შეძლებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. როგორც იცით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის მხრიდან მხარდაჭერას, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა – ორგანიზაციულად, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას, ჩვენ არ ვგეგმავთ პოლონელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას“, – განაცხადა ტუსკმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მზად არის, გააგრძელოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ევროკავშირთან, თავის მოკავშირეებთან და აშშ-სთან. ელისეის სასახლეში დღეს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალის, ესპანეთის ლიდერები, ასევე დანიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგენს ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)