|
2025-02-17 16:42:01, 471 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მარკო რუბიოს თქმით, სამშვიდობო პროცესი არ არის ერთჯერადი შეხვედრა, რადგან ამ კონფლიქტის დასრულება არ იქნება მარტივი, ერთი შეხვედრით ეს პრობლემა არ გადაწყდება. „პრეზიდენტი ტრამპი როდესაც კენჭს იყრიდა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და ის თუ ხედავს ამის დასრულების შესაძლებლობას, რასაც ის ეძებს, ჩვენ მას გამოვიყენებთ. საბოლოოდ ეს მიაღწევს ეტაპს, თუ იქნება რეალური მოლაპარაკებები. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ამისთვის, თუმცა ეს თუ მოხდება, უკრაინა უნდა ჩაერთოს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შეიჭრნენ და ევროპლებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათ სანქციები აქვთ დაწესებული პუტინის, რუსეთის წინააღმდეგ და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში. ჩვენ უბრალოდ ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, რადგან ჩვენ გვსურს, ვნახოთ ამ ომის დასრულება“, – განაცხადა მარკო რუბიომ. სახელმწფო მდივნის თქმით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბარი იყო პირველი ნაბიჯი ამ პროცესში და წინ გრძელი გზა და ბევრი სამუშაოა შესასრულებული.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)