|
2025-02-16 01:54:38, 675 ნახვა
სამართალი
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, პოლიციამ ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება დაიწო
ორი არასრულწლოვანი დაიღუპა ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის მერია. „მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში“, - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. „ოცნების ქალაქის“ მკვიდრი, მარინე ბერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რვა წლის ბავშვებს (ასაკი დაუზუსტებელია) დღის ოთხი საათიდან ეძებდნენ ოჯახის წევრები: „მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთის ბაბუამ იპოვა ჭაში ჩავარდნილები“. ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებს ადგილზე ჟურნალისტების ყოფნას და მოუწოდებენ, რომ დატოვონ ტერიტორია და არ დასვან კითხვები: "რეიტინგს იმაღლებთ? გადით, დატოვეთ აქაურობა. ჩვენზე მეტად შეგტკივათ გული?" ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ორივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო. ოჯახები კი ექსპერტიზაზე უარს აცხადებენ. ნინო ნიჟარაძემ, მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს მიუსამძიმრა. "პირველ რიგში ვუსამძიმრებ ორივე ოჯახს, ძალიან ვწუხვარ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. რა ინფორმაციაც გავრცელდა დამატებით დეტალებს მე არ ვფლობ, მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ექსპერტიზას, შესაბამისი უწყებები არკვევენ ამ საკითხს და გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. ორივე ოჯახი ექსპერტიზის წინააღმდეგია. მოზარდები სამედიცინო დაწესებულებაში შემოიყვანეს გარდაცვლილები, ისინი ადგილზე გარდაიცვალენ"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. იმ ტერიტორიაზე, სადაც 15 თებერვალს ბავშვები დაიღუპნენ, ერთი კვირით ადრე ხელისუფლების ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)