|
2025-02-14 14:56:38, 411 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში” ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. „ხაზი გაესვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ,,ბალტიისპირეთის ქვეყნები გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერას” - წერს ბაიბა ბრაჟე X ზე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)