|
2025-02-14 13:19:14, 436 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს - თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ?
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები“. დეპუტატი კაია კალასს მიმართავს, დაანებოს საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედოს. „ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ „დიფ სთეითისადმი“, სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. ევროკავშირის ზურგს უკან კი არ მოქმედებენ, უთქვენოდ მოქმედებენ. მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)