|
2025-02-13 16:32:25, 377 ნახვა
პოლიტიკა
რიჰარდს კოლსი - ევროპარლამენტარები “ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ
400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „400 ხმით, ევროპარლამენტარები გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ. რეზოლუცია მოითხოვს: საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს, არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას, სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას“, - წერს რიჰარდს კოლსი. ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციას მხარი 400 ხმით დაუჭირა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)