|
2025-02-13 15:46:53, 399 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - „შერატონ ბათუმმა“ პარტიის ლიდერზე სასტუმროში თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა შექმნა
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, „შერატონ-ბათუმი“ რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში „შერატონ-ბათუმის“ თანამონაწილეობა გააპროტესტეს, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შერატონ ბათუმმა“ პარტიის ლიდერზე სასტუმროში თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა შექმნა. „სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა „შერატონ-ბათუმთან“ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო. „შერატონ-ბათუმმა“, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები. საზოგადოებას შევახსენებთ, „შერატონ ბათუმმა“ ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების - კამერების ჩანაწერების გადამალვას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)