|
2025-02-12 16:39:51, 482 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ გიორგი ოკრიბელაშვილი 3500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ომარ ოკრიბელაშვილსი მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი, რომელიც 10 თებერვლის ღამეს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა, 3500 ლარით დააჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რომ უწყევტი პროტეტის 75-ე დღეს პოლიცია ხალხს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაკავების და ძალადობის მთელი სერია მოჰყვა. ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია. შეგახსენებთ, რომ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. ცნობისთვის, 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)