|
2025-02-11 17:17:08, 467 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - სანქციები უნდა დაეკისროს ივანიშვილს და ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე
ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა განაცხადა, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე. ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას. "ევროპული პარლამენტი ნამდვილად მიუთითებს რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე, მათ შორის არის ივანიშვილიც. ევროპულმა საბჭომ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ატარებს რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უნდა იყოს სანქციები და არ აღიარება არჩეული პარლამენტისა. ეს არის ორი ძირითადი გზა ახალი არჩევნების მიღწევისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტი, ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოში, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან"
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)