|
2025-02-11 15:59:46, 606 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ ე.წ. საარჩევნო სიაში 134 ათასი ადამიანია. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, „საარჩევნო უბნები ქალაქ სოხუმში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში გაიხსნება“. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთში და თურქეთში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სარჩევნო უბნები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში, თურქეთში კი – საქარიის პროვინციის ქალაქ ადაფაზარიში გაიხსნება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)