02:43 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 14:29:50, 489 ნახვა

სამართალი
ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

როგორც მსჯავრდებულების ადვოკატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მათ ყაველაშვილს დღეს მიმართეს.

„დღეს მივმართეთ შეწყალების თხოვნით. იმედი მაქვს, რომ მიხეილ ყაველაშვილი განკარგულებას გამოსცემს უახლოეს პერიოდში და ორივე ახალგაზრდას გაათავისუფლებს. ველოდებით გადაწყვეტილებას”, - განაცხადა გამყრელიძემ.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics