|
2025-02-10 15:34:30, 417 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება
ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის, საქართველოს ბანკი უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს. ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი. 2025 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: Java დეველოპმენტი; ბიზნესის განვითარება; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა; მონაცემთა ინჟინერია; მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი; პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; საოპერაციო რისკები და აუდიტი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ფინანსური აუდიტი და შიდა კონტროლი; ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა. თითოეული პროგრამა 30-მდე მიმართულებას მოიცავს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 2017 წლიდან „ლიდერატორში“ მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო. „საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მისი დახმარებით, ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო ცხრილზე და აძლევს მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)