|
2025-02-10 15:23:07, 417 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები
უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ორი კვირის წინ იყო - ის მხილებები, რომელსაც ჩვენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან ვისმენთ, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით არსებობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. „აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, ისე გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც გადახედვის საფუძვლად მოცემული იყო, რომ ეს თანხები სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯული ფული. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომელიც ჩართული არიან, აქაც უკვე დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ აქაც შეიძლება ზუსტად იგივე მავნე მიზნები ყოფილიყო, როგორიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ, მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ - თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. არა - სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ, თითოეული დონორი ქვეყანა ახლა ეჭვმიტანილია და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მითუმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც და ევროპული ფონდებიც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, მისი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო - იქნება ეს შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, ევროკავშირი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოში ფულს ხარჯავს, მოიქცევა ისე, როგორც ახლა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იქცევა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)