06:07 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 12:35:30, 472 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების მხარდასაჭერ აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების - მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

ადგილზე აქციის მონაწილეებს ბუშტები და ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით - „ბოლოს საკუთარ შიშებთან მარტო დარჩებით და არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად“, „ვის ეშინია ფსიქოლოგების?“, „ქვეყნის სამსახური დანაშაული არ არის“ და ა.შ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფსიქოლოგი აცხადებს, მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს.

„ვიცით, რომ შესაძლოა, ჩვენს კოლეგებს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდონ და გვინდა, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრება, რომ არ შეიძლება ადამიანს, ყოველგვარი მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის პატიმრობა შეუფარდონ. ხელისუფლება, ალბათ, ცდილობს დააშინოს ადამიანები, რომ გარეთ აღარ გამოვიდნენ. არ გვეშინია და არც მომავალში შეგვეშინდება!“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არამარტო კოლეგების, არამედ ბოლო პერიოდში დაკავებული პირების მხარდასაჭერადაც არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ აქციის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, რომლებსაც სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. ისინი 8 თებერვალს, ქუთაისში. მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო შეკრებას მართავდნენ, როცა შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics