|
2025-02-09 15:54:19, 478 ნახვა
მსოფლიო
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება
კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები არიან „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერ არის დაფუძნებული. 2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს. კოსოვოში საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი საკითხები ეკონომიკა, კორუფცია და სერბეთთან ურთიერთობები იყო. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 110-ზე მეტ ქვეყანას, რომელთა შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლური ქვეყნების უმრავლესობაა. კოსოვოს არ აღიარებს სერბეთის ტრადიციული მოკავშირე რუსეთი, ასევე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა, საქართველო და სხვა სახელმწიფოები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)