|
2025-02-09 13:16:59, 456 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ!
"ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში. სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა
ვაშაძის თქმით პარტიული ბრძოლების დრო არ არის და გამოსავალი მხოლოდ სრულ ერთიანობაშია "საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! ბევრი კითხვა ჩნდება, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია – ცალკეული, დაქსაქსული ბრძოლა ცვლილებებს ვერ მოიტანს ამ ქვეყანაში. სიმბოლური ერთიანობა არ მუშაობს. პარტიული ბრძოლების დრო არ არის. გამოსავალს მე მხოლოდ ერთიანობაში ვხედავ. ეს ერთიანობა უნდა შედგებოდეს სამი მთავარი კომპონენტისგან: 1. პოლიტიკური პარტიები – რომლებიც უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად; 2. საზოგადოება – რომელიც ამ ბრძოლის მთავარი ძალაა; 3. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ სამი კომპონენტის გარეშე ერთიანობა ვერ შედგება! ამ ერთობის გარეშე კი რთულად მესახება რეჟიმის დამარცხება მოკლე ვადაში. თვითმარქვია რეჟიმი ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი ძალის დემონსტრირებას გიჟური და აგრესიული ქმედებებით, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ რამეს ამტკიცებს – ის იზოლაციაშია და დღითიდღე სუსტდება. ყველა მისი ნაბიჯი არის მცდელობა, გადაფაროს თავისი სისუსტე და დაგვაჯეროს, რომ ძლიერი მხარეა. სინამდვილეში მათ მხარეს არის 500-მდე დაქირავებული მოძალადე, ფული და პროპაგანდის მანქანა. რეალური ძალა ხალხშია – სიმართლე და ჩვენი ქვეყნის განვითარების სურვილი! რეჟიმი დგას ძალადობასა და დეზინფორმაციის მანქანაზე – ეს არის მისი ბოლო ბერკეტი! ჩვენ ვებრძვით ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პროპაგანდისტულ სისტემას, რომელიც 12 წელია წარმატებულად მუშაობს და ცდილობს საზოგადოება დაშინებული, დეზორიენტირებული დატოვოს მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ორგანიზებული, კოორდინირებული, საერთო სტრატეგიით შევძლებთ დავამსხვრიოთ მათი სიცრუე. სრული გაერთიანება მოიცავს: • ერთიან სტრატეგიულ შტაბს/დღე და ღამე ერთად მუშაობას; • ერთად გადაწყვეტილების მიღებას; • ერთიან სტრატეგიას საინფორმაციო ომის წინააღმდეგ; • ერთიან და კოორდინირებულ საპროტესტო ქმედებებს; • ერთად მუშაობას პოლიტპატიმრების დასახსნელად და უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანების დახმარებას. ერთიანობით მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და ერთიანი სიით გვეძლევა შესაძლებლობა რეჟიმზე გამარჯვების. ჩვენი ერთიანობის სურათის ჩვენება კიდევ უფრო გააძლიერებს პროტესტს და მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. თუ ვინმეს კითხვა აქვს – როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანობა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ! და არა იმაზე, რატომ ვერ უნდა შედგეს ეს გაერთიანება. ამ განცხადებას საჯაროდ ვწერ, რადგან პირისპირ კომუნიკაციით ამ საკითხზე ყველა რესურსი უკვე ამოვწურე. დროა, ყველამ ღიად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხზე და თუ არ ეთანხმება, შემოგვთავაზოს გამარჯვების უკეთესი გზა. გამოსავალი ერთია – ერთიანობა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს!" - გიორგი ვაშაძე
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)