|
2025-02-07 12:49:42, 437 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გააორმაგოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა. როგორც ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, კელოგმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ზეწოლის სიმძიმის თვალსაზრისით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათბალიან სკალაზე დაახლოებით სამ ბალზეა“. „ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება, განსაკუთრებით ბოლოს დაწესებული სანქციების. ეს ქმნის ფართო შესაძლებლობებს რაღაცის გასაკეთებლად. ვინმე თუ იცნობს კარგად ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს, ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია და ამას ხედავთ მის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებით“, – განაცხადა კიტ კელოგმა. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განიხილეს, როგორ გამოეყენებინათ ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც კელოგმა აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო. „საჭიროა ეკონომიკური, დიპლომატიური ზეწოლა, გარკვეული სახის სამხედრო ზეწოლა და სხვა ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მიდის იქ, სადაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა კიტ კელოგმა. ამასთან, კელოგის თქმით, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გარეშე ვერ დასრულდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)