|
2025-02-06 11:45:53, 425 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ვაპირებთ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე, რომელთა მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება
ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომელთა მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ საქართველომ გადახედოს კანონმდებლობას და მასში ცვლილებები შეიტანოს. „სკანდალური მხილებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ის დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, არის ჩვენთვის სიგნალი, რომ ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და ვიყოთ მზად, რომ დემოკრატიამ შეძლოს გარე ჩარევებისგან თავის დაცვა. ვნახეთ მხილებები, რომ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. აშშ-ის საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ამ მიზნით, მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს თუ მედიასაშუალებები. ნახეთ, რომ საერთაშორისოდ ცნობილი მედიასაშუალებაც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან. აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად „პოლიტიკო“ ან სხვა, რომლებიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენას და ჰქონდათ დღის წესრიგი ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესების გასატარებლად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ სკანდალურმა მხილებებმა გვიბიძგა, რომ ამაზე მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგო ორი თვე ამაზე ვიმუშავებთ. დავაინიცირებთ კანონპროექტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)