|
2025-02-05 22:28:52, 992 ნახვა
სამართალი
შსს ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა
ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ფოტოგრაფი აშუქებდა. ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება. ვახო ქარელი ამ და სხვა აქციებზეც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და საპროტესტო აქციას აშუქებდა. „ვახო ქარელს შსს-დან დღეს, 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკეს და კითხვაზე, სად შეუძლია ადმინისტრაციული საქმის მასალების ნახვა, უპასუხეს, რომ 18:00 საათამდე თუ მივა განყოფილებაში, შეძლებს გაეცნოს დოკუმენტებს. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილი ფაქტია“, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“. 26 იანვარს ვახო ქარელი თავდაპირველად პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარშზე იმყოფებოდა, რომელიც დიდუბის მეტროსადგურიდან დაიწყო. მოგვიანებით მან გადაინაცვლა დამკვირვებლების მარშზე, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გარდა იმისა, რომ ასრულებდა თავის მოვალეობას, ვახო ქარელს თან ჰქონდა პრესის ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მედია აპრილის ფოტორეპორტიორია,“ – წერს „მედია აპრილი“.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)