|
2025-02-05 21:34:40, 632 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა
სასამართლომ, გიგი უგულავას და მასთანერთად დაკავებულ 7 პირს, გირაოს სახით, სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდა შეუფარდა. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები მოსამართლისმიერ შეფარდებულ თანხას გადაიხდიან, მომენტალურად დატოვებენ საპატიმროს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა პროკურატურისმიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის ოდენობა მოსამართლემ შეცვალა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების; გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუტუბიძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. მათ მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუკი სასამართლო მაინც გირაოს გამოყენებას გადაწყვეტდა, ადვოკატები მინიმალურის გამოყენებას ითხოვდნენ. სიტყვით ისარგებლეს თავად ბრალდებებმაც და აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავა, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა. წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)