|
2025-02-05 17:24:43, 400 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს
საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ, ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქონა და დიქტატურა შეუსაბამოა ერთმანეთთან. „საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამასთან იმაზე, რომ არის საპოლიციო დიქტატურა. ყველასთვის ცნობილია, რომ 60-ს გადასცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი. ჩვენს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი. ისინი, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა - ეს არის შეუთავსებელი რამ. შეუძლებელია, ერთდროულად იყო კანდიდატი და მეორე მხრივ, იყო დიქტატორი ქვეყანაში. კონკრეტულ ნაბიჯებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში”. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. ახლა არის ერთპარტიული, ე.წ პარლამენტი, რომელიც ერთმანეთს ტაშს უკრავს. პოლიტიკური პროცესი მოკლა ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, რაღაც კანონებსაც იღებენ 24 საათში. ეს გამიზნულია პროტესტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიან პროტესტს, წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს. ადამიანები ქუჩაში გამოსულები არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ ამ ქვეყნისა და თავისი ოჯახების მომავალი. ასეთი დრაკონული ნაბიჯები, ბრუტალური ანგარიშსწორება ადამიანებზე, მათი დაპატიმრება, ცხადია, პირიქით იწვევს პროტესტის გაძლიერებას. ეს ყველას უნდა ესმოდეს და უპირველესად, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)