|
2025-02-04 18:49:01, 513 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი, 49 დეპუტატისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს
პარლამენტმა, დღის წესრიგში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა. 5 თებერვალს, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილების 49 დეპუტატისთვის, ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ოპოზიციურმა პარტიებმა, პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია. აღნიშნული საკითხი ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ძლიერმა საქართველომ" 14 მანდატი მიიღო, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო "ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ" 16 მანდატი მოიპოვა. რაც შეეხება პარტიას "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში 12 მანდატი აქვს.გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)