|
2025-02-04 16:35:01, 448 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა
მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე გახდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად მეგობრები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)