|
2025-02-04 15:33:48, 501 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი - საქართველოს მიერ PACE-დან დელეგაციის გაწვევა პატივისცემას იმსახურებს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტანტინ კოსაჩევი ქართულ ოცნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) დელეგაციის გამოწვევისთვის კვლავ აქებს. "საქართველოს პარლამენტმა PACE-დან თავისი ეროვნული დელეგაცია გაიწვია. გადაწყვეტილება იმსახურებს გაგებასაც და პატივისცემასაც." - დაწერა კოსაჩევმა 3 თებერვალს საკუთარ ტელეგრამ არხზე, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას PACE-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ. პოსტის ძირითად ნაწილში კოსაჩევმა გაიმეორა წინადადებები და იდეები, რომლებიც მან 30 იანვარსაც ახსენა. კოსაჩევმა გააკრიტიკა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა ევროსაბჭო დატოვოს და მაგალითად რუსეთის გამოცდილება მოიყვანა. "ჯერ კიდევ სესიის ფარგლებში საქართველოს ფელეგაციამ ეს მოთხოვნა შეურაცხმყოფელად ჩათვალა. აი, გარდაუვალი ფინალიც, თუნდაც ჯერ კიდევ შუალედური იყოს (ევროპის საბჭოდან გამოსვლაც შესაძლებელია - ვიცით, გაგვიცურავს ამ წყალში)." - დაწერა კოსაჩევმა. კოსაჩევი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველომ "განვითარების სუვერენული გზა" აირჩია, რაც PACE-ს აშფოთებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)