|
2025-02-04 12:07:06, 415 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან ჟურნალისტებს პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდენ
პარლამენტთან შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ პოლიცია თავს დაესხა. ტროტუარიდან ყრიან ხალხს, ტროტუარზე გვიშლიან დგომას", - ამბობს აქციაზე მყოფი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. "ამხელა ქალი ხარ, სახე გაქ დაკარგული ქალის, გაიწიე, ხმას დაუწიე, წინ იყურე, პოლიციელი რო გეტყვის უნდა დაემორჩილო " - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის ერთ-ერთმა პოლიციელმა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორს ლიკა ჩახუნაშვილს. გამოცემა პუბლიკას მთავარი რედაქტორის ზურა ვარდიაშვილის თქმით, პოლიცია აქციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს თავს მოულოდნელად დაესხა. პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც." -აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანიც დააკავეს. 12 საათზე პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესია, ყაველაშვილის მოხსენებით უნდა გაიხსნას. პარალელურად უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. იკრიბებიან რიგითი მოქალაქეებიც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)