|
2025-02-03 11:58:09, 441 ნახვა
პოლიტიკა
ბოჟაძე - ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით, ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია
ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“ ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, „დროა, ევროკავშირმა დაასანქციროს არალეგიტიმური ივანიშვილი და მისი ახლო მეგობრები, რომლებმაც გააყალბეს არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს“. მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო უილსონისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირისგან სანქციებს არ ელის. „არც ერთ სანქციას ამ დრომდე არანაირი შედეგი არ მოუტანია და არც მომავალში მოიტანს. ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით, იმიტომ, რომ თქვენ იცით, მას სჭირდება ერთიანი გადაწყვეტილება. ევროკავშირმა რაც მოახერხა ერთადერთი ის, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე გაუქმდა უვიზო რეჟიმი, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოლოდინები არ გვაქვს. რაც შეეხება ჯო უილსონს - რამდენი უჯდება თითოეული ასეთი „პოსტი“ კეზერაშვილს ამასაც, ალბათ, ძალიან მალე გავიგებთ და ჯო უილსონისგან განსხვავებულ პოლიტიკას რომ ატარებს ტრამპი, ამას ყველა კარგად ხედავს. ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის "დიფ სთეითიან" ახლობლებიან - ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად", - განაცხადა ბოჟაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)