|
2025-02-03 11:41:44, 634 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს ჩვენებას
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას მისცემს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა შეკითხვით მიმართა, პროკურორ მიხეილ სადრაძეს, თუ რა ადგილიდან უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა, რადგან ამის დაკონკრეტებას კანონი ითხოვს. აღნიშნულზე სადრაძემ უპასუხა, რომ იმ ადგილიდან მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, რა მისამართიც გამოძიების ოქმშია მითითებული, კერძოდ კი, სოლოლაკიდან. ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა შუამდგომლობაში 2 მიზეზი მიუთითა, რის გამოც ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა, კერძოდ კი, დაზარებულის ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა, ასევე ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხი. მახარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაში 5 საათზე მეტი დროით იღებდა მონაწილეობას, თან ისე, რომ მას შესვენებაც არ მოუთხოვია. ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ ასაკის გამო ის ვერ შეძლებდა გამოცხადებას.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)