|
2025-02-02 15:08:45, 491 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილს ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებმა მას ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა. „პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება. დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი. ,,მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!”— ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 1 თებერვალს ბათუმში იმყოფებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)