|
2025-02-01 18:27:48, 1445 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო მნიშვნელობის გზების გადაკეტვა კობახიძემ დანაშაულების რიცხვში შეიყვანა
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გუშინ, 31 იანვარს გამოსცა. რომელია საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები? – ამის შესახებ არსებობს დამოუკიდებელი დადგენილება, სადაც შეყვანილია საავტომობილო გზების დასახელებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგალითად, ჯგუფურად აღნიშნული დაწესებულებების ბლოკირება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იურისტი გურო იმნაძე. მისი განმარტებით, მარტივად რომ ვთქვათ, „ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება”.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)