|
2025-02-01 09:40:28, 560 ნახვა
სამართალი
საია - მზია ამაღლობელს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები
მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა, რაც სრულ შიმშილობაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს პატიმრის ჯანმრთელობას და ნებისმიერ გართულების შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება. ამასთან, ადვოკატები ითხოვენ, რომ მზია ამაღლობელი მუდმივი სამედიცინო შემოწმების ქვეშ იმყოფებოდეს, ვინაიდან მისი მდგომარეობა და შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი საჭიროებს უფრო დეტალურ და კომპლექსურ გამოკვლევებს. "დროულად მიგვეღო ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია" – აღნიშნავენ ადვოკატები, რომლებიც მხოლოდ 31 იანვარს მიიღეს სრულად სამედიცინო დოკუმენტაცია. გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი პროცედურა, რომელიც მის ანამნეზთან და შიმშილობის პერიოდის ხანგრძლივობასთან გათვალისწინებით, უნდა მიეღო, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ჯანმრთელობის გაუარესება და შეუქცევადი პროცესების განვითარება. ადვოკატები და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები მოუწოდებენ, რომ შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელონ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა მისი მდგომარეობის შემოწმებისთვის.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)