|
2025-01-30 16:33:35, 478 ნახვა
პოლიტიკა
ფაშინიანი - დარწმუნებული ვარ, საქართველო-სომხეთის ერთობლივი ინიციატივების შედეგად, 2025 წელი იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი
დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. „მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს ახალი მიღწევები აქვთ. დავხურეთ 2024 წელი, რომელიც წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევისა და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელბრუნვას და ჩვენ გვექნება საშუალება, იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის, სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)