|
2025-01-30 13:20:29, 1146 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში, ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი
ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მომხდარ ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას სამართალდამცავი უწყებები უდასტურებენ. აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ. სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობს. მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ქარიანი ამინდია, ნისლია და წყალი გაყინულია. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ოფიციალური პირები დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ. ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)