|
2025-01-29 17:29:46, 693 ნახვა
პოლიტიკა
“სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან მოქალაქეები იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე, რომელიც ლოზუნგით „მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს“ იმართება. აქციის მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკოსები და მოქალაქეები, საჯარო მოხელეების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და მათ მიმართ არსებულ ზეწოლას აპროტესტებენ. მათ ბანერებზე წერია: „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, „სოლიდარობა საჯარო მოხელეებს“, „სანქციები ახლოსაა კ(რ)ახი“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეებზე სერიოზულ წნეხს ახორციელებს, რაც სახელმწიფო უწყებებში დაწყებულ რეორგანიზაციაში გამოიხატება. მათი თქმით, ეს პროცესი მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების გათავისუფლებას. აქციის მონაწილეები საჯარო მოხელეებს მოუწოდებენ, არ შეეშინდეთ და გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიის დაცვა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)