|
2025-01-29 15:00:22, 431 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული
„ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. „მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერმა ასევე მადლობა გადაუხადა შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომელიც ქვეყანაში წესრიგს იცავს. „ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს სახელმწიფოებრიობას, ვინც იცავს წესრიგს ქვეყანაში. არავის მიეცემა იმის უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა. შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)