03:47 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 14:02:21, 549 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ცქიტიშვილი - წულუკიანი ძალიან აგრესიული იყო, შენიშვნაც კი მიიღო PACE-ს კომიტეტის სხდომაზე

ერთია, როგორ საუბრობენ ისინი ქვეყნის შიგნით, ქართულ პროპაგანდაში როგორ იყენებენ ამას და მეორეა აქ როგორ საუბრობენ. ფაქტია, რომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათთვის ეს მოცემულობა. ვიცი, რომ თბილისში ცდილობენ წარმოაჩინონ გამარჯვებად. არანაირი გამარჯვება არ არის, იმდენად მძიმე პირობებია მათთვის, რასაც ყოველთვის უარყოფდნენ. მათი წარმოდგენილი ცვლილებებიც ამას გულისხმობს, არ უნდათ, რაც არის ჩაწერილი - ამბობს გახარია საქართველოსთვის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ბრიუსელიდან 

,,თეა წულუკიანი ძალიან აგრესიული იყო, შენიშვნაც კი მიიღო კომიტეტის სხდომაზე იმიტომ, რომ თავს დაესხა ოპონენტებს. ისინი გამწარებულები არიან ამ მდგომარეობით. მომავალი 2.5 თვე ქართულ ოცნებას მოუწევს ევროსაბჭოსთვის ამ საკითხებზე ყოველდღიურად პასუხის გაცემა." - თქვა ცქიტიშვილმა. 


ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც კენჭი 29 იანვარს ეყრება, საუბარია ქართულ ოცნებისადმი ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. ამას გარდა, ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics