|
2025-01-29 13:11:43, 443 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - საქართველოს მთავრობას ან პარლამენტს, ისევე როგორც ყაველაშვილს, არავინ აღიარებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ღიად გაისმა მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს ძალიან მკაფიოდ წერია რეზოლუციაში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, ამის საპირისპირო რომ გაიყიდოს, კიდევ ერთხელ აჩვენებს ცარიელ პროპაგანდას, რომელიც ისევე ჩაიფუშება, როგორც ბიძინა ივანიშვილის არაერთი დაპირება აქამდე. „კულუარებში ვინმეს საუბრის გამოტანა ფაქტი არ არის. ფაქტია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ღიად გაისმა მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ეს ძალიან მკაფიოდ წერია რეზოლუციაში. არავინ არ აღიარა ივანიშვილის რეჟიმი, როგორც საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, ისევე როგორც ყაველაშვილი. ნებისმიერი მცდელობა, რომ გაიყიდოს ამის საპირისპირო, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ცარიელი პროპაგანდაა, რომელიც ისევე ჩაიფუშება, როგორც ივანიშვილის არაერთი დაპირება აქამდე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)