|
2025-01-28 19:23:46, 476 ნახვა
პოლიტიკა
სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში მხოლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს
თბილისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი იწყება, რომლის მიზანი, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებაა. თუმცა, ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროტესტში მონაწილე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თუ სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე სასამართლოში დავას მოიგებს, მას თანამდებობაზე არ აღადგენენ და მხოლოდ 3 თვის კომპენსაციას მიიღებს. საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, აღნიშნავს, რომ 3 თვის კომპენსაცია უმნიშვნელო მუხლი არ არის და ამ ცვლილებებით თითოეული მოქალაქის უფლებები მაქსიმალური სტანდარტითაა დაცული. უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, აღნიშნავენ, რომ რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)