|
2025-01-28 11:15:40, 433 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება - - ექსპრესნიუსის განცხადება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ შეშფოთებულია ჟურნალისტის, გამოცამა „ნეტგაზეთის და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობით. „ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი მე-17-ე დღეა შიმშილობს, არაერთი სპეციალისტი ამბობს, რომ შიმშილი მეტად საშიში და დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პენიდენციალური სამსახურის განცხადება მზიას ჯანმრთელობის მადგონმარეობაზე უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხს იძლევა არსებულ კითხვაზე. სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებიდან ასევე ვიცით, რომ პენიდენციალური დაწესებულების ექიმი, მხოლოდ გარეგნულად ათვალიერებს ჟურნალისტს და რაიმე სამედიცინო მანიპულაცია მას არ უტარდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობის მადგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია სახელმწიფო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. კრიმინალურ საქმიანობაში მხილებული ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის პროვოკაცია ჟურნალისტის წინააღმდეგ ემსახურებოდა, გამომცემელის დასჯას მისი საქმიანობის გამო. ეს გარემოება საფრთხეს უჩენს ყველა თავისუფალ ჟურნალისტს, მისი საქმიანობის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა. „ექსპრესნიუსმა“ განცხადება ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ასოციაციას, ორგანიზაცია „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ გაუგზავნა. ჩვენ ვითხოვთ მზია ამაღლობელის უპირობო განთავისუფლებას. ასევე ვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)