10:35 - 17 Aug, 2026
|
2025-01-28 10:09:49, 397 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „ჩვენ გვსურს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აშშ-ის ახალ მთავრობასთან. ევროპას სურს მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ბერბოკმა სატელეფონო საუბრის დროს. მხარეებმა განიხილეს ნატო-ს ძლიერი ბლოკის მნიშვნელობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, სიტუაცია სირიაში, ღაზას სექტორსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჩინეთთან ურთიერთობების საკითხი. ამასთან, მარკო რუბიომ და ანალენა ბერბოკმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის საკითხზეც ისაუბრეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)