11:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 22:17:35, 1026 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება

თბილისი, 27 იანვარი 2025 – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტები უკვე მეოთხე დღეა, რაც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ, რადგან მათ უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნება არ ეძლევათ. სტუდენტები უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც ლეიბები და პლედები მიიტანეს.

სტუდენტებმა კარვების გაშლაც სცადეს, თუმცა საპატრულო პოლიციამ ამის ნება არ დართო.

“ჩვენ ვიცოდით, რომ სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით ორშაბათს უნდა მოვსულიყავით. როდესაც მოვედით, უარი გაგვიცხადეს. ჯერ გვითხრეს, რომ პირველ თებერვალს აღდგება სტატუსიო, შემდეგ 5-შიო და ბოლოს გვითხრეს, რომ 15 თებერვლამდე არ აღდგება სტატუსიო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიტანეთ კარვები, რათა გაგვეშალა. ამდენი ხანი ქუჩაში ძილი გვიწევდა, სიცივეა. როდესაც მოვიტანეთ კარვები, პატრულს გამოუძახეს. როგორც კი გადმოვიდნენ, ეგრევე კარვებზე წავიდა საუბარი და გვითხრეს, არ უნდა გაშალოთო. დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ მოსულები, რომელთაც იარაღები, ავტომატები ეკიდათ”.

სტუდენტები რექტორთან შეხვედრასა და უნივერსიტეტის სტუდენტზე, ირაკლი მიმინოშვილზე, პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მიმინოშვილი უკანონოდ არის დაკავებული.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტს გაგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების პროტესტი სოლიდარობის ნიშნად სხვა უნივერსიტეტებშიც გავრცელდა. მაგალითად, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა კახა ბენდუქის საუნივერსიტეტო კამპუსიდან საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics