|
2025-01-27 17:47:25, 671 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრი - საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს
საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ვამაყობ, რომ ჩემი შვედი კოლეგის, ბორიანა ობერგის გვერდით ვზივარ, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის გასაჩივრების საკითხი დააყენა. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს. ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, - წერს გუსტავ გოტბერგი. შეგახსენებთ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. სესიაზე საკითხი შვედმა დეპუტატმა, ბორიანა ობერგმა დააყენა. „საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი - მხოლოდ „ქართული ოცნებით“. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ, - განაცხადა ბორიანა ობერგმა. აღნიშნულ საკითხზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმჯელებს. მათ მოსაზრება 24-საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. სცნობს თუ არა ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას, 27-31 იანვრის სესიაზე გახდება ცნობილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)